სათბურის მოდერნიზაცია ბენზეში
 01/05/2024

 

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების ბაზაზე, ბენზეში არსებული სათბურის მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სათბურში თავს მოიყრის დარგში არსებული უახლესი ინფორმაცია და კლიმატგონივრული მიდგომები, რისი გაზიარებისა და პრაქტიკაში გამოყენების საშუალებაც მალე მიეცემათ აგრარული მიმართულების სტუდენტებს.

სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული აგრარული ექსტენციის ცენტრი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის მასწავლებლები და სტუდენტები.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება USDA-ის ფინანსური მხარდაჭერით, "მომავლის ფერმერის" კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში.